ტრენინგის პირველი და მეორე დღის რეფლექსი
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა ტრენინგის პირველ და მეორე დღეს ვისაუბრეთ ბლუმის ტაქსონომიის შესახებ, გავიხსენეთ სააზროვნო დონეების შესატყვისი ზმნები, გავიაზრეთ, რომ პროექტების განხორციელების დროს ბავშვებს უვითარდებათ ზედა დონის (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) სააზროვნო უნარები. გავეცანით კითხვების ჩამოყალიბების პრინციპებს, თუ როგორ დავაინტერესოთ მოსწავლეები ზოგადი კითხვებით და გადავიდეთ თემატურ, შინაარსობრივ და მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.გავეცანით კითხვების შეფასების სქემას, კითხვები უნდა ავითარებდეს კრიტიკულ აზროვნებას,ამოწმებდეს ფაქტობრივ ცოდნას,ხელს უწყობდეს სასწავლო მიზნების განვითარებას და მათ შორის უნდა არსებობდეს კავშირი.ჩამოვაყალიბეთ ყველა ტიპის შეკითხვა.ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების პროცესის უპირატესობაზე, პროექტებზე დაფუძნებული სწავლების პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეზე, ეფუზნება მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს, შეესაბამება სტსნდარტებს, უკავშირდება რეალურ ცხოვრებას აუმჯობესებს სწავლების პროცესს, მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს, უვითარდებათ სააზროვნო უნარ-ჩვევები, შესაძლებლობა ეძლევათ წამოადგინონ თავიანთი ცოდნა სხვადასხვა ნამუშევრების გამოქვეყნებით, პეზენტაციით, გამოფენით. ყველა მოსწავლე, მიუხედავადმათი უნარებისა, ჩართულია პროექტის განხორციელების პროცესში და წარმოაჩენს საკუთარ თავს. ყოველივე ეს მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევთ მსწავლეებს შეძლონ მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენონ პრაქტიკაში, ცხოვრებისეულ გარემოში.მოსწავლეები სწავლობენ ინტერნეტ რესურსების გამოყენების წესებს, გამოყენებულ მასალებზე უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები და არ უნდა ვიყოთ სხვისი აზრის თუ გაწეული შრომის მომთვისებელები.რტეგანვიხილეთ
თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს აქტიური
და წარმატებული სასწავლო
პროცესისა და მოსწავლეთა
აქტიურობისა და ჩართულობისათვის კითხვების
სწორად მიცემას, კითხვები
არ უნდა იყოს მიმართული
„ჭეშმარიტია“ თუ მცდარია
პსუხისკენ, უნდა მოითხოვდეს არგუმენტაციას, შინაარსის
ღრმად გააზრებას, კომპლექსურ
აზროვნებას. წარმატებული სასწავლო პროცესისათვის
ასევე დიდი მნიშვნელობა
აქვს ისტ- ის გამოყენებას და ფასილიტაციის
სწორად წარმართვას. განვიხილეთ
ტრენინგის მონაწილეთა სასწავლო
პროექტები, ყურადღება გავამახვილეთ არის თუ არა პროექტები 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების
განვითარებაზე და ისტ-ის გამოყენებაზე ორიენტირებული . ცვლილებები
შევიტანე ჩემს პროექტში.
ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ
პორტფოლიოები, მისი შემადგენელი
ნაწილები: სასწავლო პროექტის გეგმა,
პროექტის პრეზენტაცია, მოსწავლის
ნაშრომები, შეფასებები, პროექტის დამხმარე
და რესურსები. შევაფასეთ პროექტები, თავდაპირველად
წარმოვაჩინეთ დადებითი მხარეები,
შემდეგ შენიშვნები განვიხილეთ.
ვიმუშავეთ ბლოგებზე, დავამატეთ
გვერდები და ინფორმაციები.
განვიხილეთ გუგლის დოკუმენტების
ფორმები, რომელსაც სასწავლო
პროცესში მოსწავლეთა გამოკითხვებისათვის გამოვიყენე.
ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშის
შექმნაზე, ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაზე, შევიმუშავეთ მოსწავლის
ნაშრომების ნიმუშები: გაზეთი და პრეზენტაციები.
ვისაუბრეთ ინტერნეტ მასალებით სარგებლობისას საავტორო
უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, მოძიებული
ინფორმაციის სანდოობის დადგენის ხერხებზე. განვიხილეთ პრეზენტაციის წარმატებულად
წარმართვისთვის აუცილებელი წესები.თუ
რა გავლენა აქვს მსმენელზე ვერბალურ
და არავერბალურ ინფორმაციას. ტრენინგის მონაწილეებმა
წყვილებში ერთმანეთს წარვუდგინეთ
პროექტების პრეზენტაციები და შევაფასეთ. წარმოვაჩინეთ
ის საკითხები, რომლებმაც
მოწონება დაიმსახურა, გამოვთქვით
შენიშვნები და გავაკეთეთ
კომენტარები. გავითვალისწინეთ ერთმანეთის
შენიშვნები, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ნინგის პირველი ორი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.
No comments:
Post a Comment